ზაფხულის დადგომასთან ერთად, H&M-ი წარმოგიდგენთ მკვეთრ და კაშკაშა საცურაო კოსტიუმებს. კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისაგან, როგორებიცაა, გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი, რომელიც ეხმიანება H&M-ის მთავარ მიზანს, რომ 2030 წლისათვის 100% მდგრადი და გადამუშავებული მასალები იქნას გამოყენებული კოლექციებში.
“H&M-ის საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია მკვეთრ ფერებსა და განსხვავებული სტილის მოდელებს აერთიანებს, რომელთა მორგებაც ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად არის შესაძლებელი. კოლექციაში მკვეთრი იასამნისფერი, მწვანე და თეთრი ფერი ერთიანდება შოკოლადისფერ ყავისფერთან. ასევე, გამოვიყენეთ უფრო მდგრადი მასალები, როგორებიცაა, გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი” – განაცხადა კარინ ვიკლუნდ ჰეინიგმა, H&M-ის დიზაინერმა.