ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.52% წინა კვირასთან შედარებით და +30.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 548 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.48 – 16.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 796.54 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.28% წინა კვირასთან შედარებით და +14.40% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 153 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.26 – 15.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 788.73 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.46% წინა კვირასთან შედარებით და +10.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.48 – 6.67 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 310.37 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
წყარო: Galt & Taggart