უახლოეს მომავალში “ვისოლ ჯგუფი“ საცხოვრებელი ბინების მშენებლობას დაიწყებს. ამის შესახებ BMG-ის „ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია წლებია კომერციულ უძრავ ქონებას “კარფურთან” ერთად ავითარებს და ახლა უკვე ახალ ეტაპზეც გადადიან.
“წლებია “კარფურთან” ერთად, კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით ვმუშაობთ და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გვაქვს, მაგრამ ახლა გვინდა, საცხოვრებელი ბინების მშენებლობა დავიწყოთ და რამდენიმე პროექტიც გვაქვს, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და მალე მშენებლობასაც დავიწყებთ”, – ამბობს სოსო ფხაკაძე.
“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი ინვესტიციის მოცულობას, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს.
ინფორმაციისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ 2006 წელს დაიწყო დივერსიფიცირება და ავტოგასამართი სადგურების ბიზნესის გარდა სხვა სექტორებშიც შევიდა.