მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ფილმებს ხშირად მკაცრად გაწერილი ბიუჯეტით იღებენ, მთავარი სტუდიის საზაფხულო პროდუქტის ღირებულება შეიძლება 100 მილიონ დოლარს აღემატებოდეს.
თუმცა, ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფილმების ამ სიაში 100 მილიონი დოლარი მათი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარს შეადგენდა.
გასაკვირია, მაგრამ მიუხედავად კინემატოგრაფიაში არსებული „ვარსკვლავური ომებისა“ და „მარველის“ ფრენჩაიზის არსებობისა, „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაური სანაპირო“ ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფილმების პირველ ადგილს იკავებს.
მაშინ როცა Marvel-ის ფილმი „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“ მეორე ადგილზეა 386 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, ფილმმა „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული“, რომლის საერთო ღირებულება 362 დოლარია, მესამე ადგილი დაიკავა.
თუ ფილმების ზემოაღნიშნული სია რაიმეს გვეუბნება, ეს ისაა, რომ ფილმის ბიუჯეტი საერთოდ არ უტოლდება ხარისხს, როგორც „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ამ ნაწილმა ვერ მოახდინა შთაბეჭდილება, ასევე „ალტრონის ერა“ ხშირად განიხილება Marvel-ის ფრენჩაიზის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფილმად.
1. „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაური სანაპირო“ (რობ მარშალი, 2011) – 422 მლნ.
2. „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“ (ჯოს ვედონი, 2015) – 386 მლნ.
3. „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული“ (გორ ვერბინსკი, 2007) – 362 მლნ.
4. „შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“ (ენტონი რუსო, ჯო რუსო, 2019) – 356 მლნ.
5. „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (ენტონი რუსო, ჯო რუსო, 2018) – 316 მლნ.
6. „ტიტანიკი“ (ჯეიმს კემერონი, 1997) -312 მლნ.
7. „ადამიანი-ობობა 3“ (სემ რაიმი, 2007) – 312 მლნ.
8. „სამართლიანობის ლიგა“ (ზაკ სნაიდერი, 2017) – 307 მლნ.
9. „რაპუნცელი“ (ბაირონ ჰოვარდი, ნათან გრენო, 2010) – 299 მლნ.
10. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ (დევიდ იატისი, 2009) – 292 მლნ.
წყარო: faroutmagazine.co.uk