საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეებიფინანსები

ახალი “ლიბერთი” ქალების გაძლიერებისთვის

0
გაზიარება

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარდა კონფერენცია “ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა“. კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე.

ლიბერთი 2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ბანკის ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება. ლიბერთის ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე 300-მდე მეწარმე ქალმა ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალში კი კომპანია კიდევ 2000-მდე ქალის გადამზადებას და მხარდაჭერას გეგმავს.
ლიბერთის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს ქალები წარმოადგენენ.

გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას იყოს განათლებული, ძლიერი და დამოუკიდებელი.

განათლების ხელშეწყობა და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება ლიბერთის მთავარი პრიორიტეტია.

“ლიბერთი უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გახლდათ. მივესალმები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ზრუნვის ეკონომიკის ნაწილში.

ლიბერთი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში, მზად არის მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესულ და მნიშვნელოვან პროცესებში” – ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!