კაპნისთავის კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 600 მეტრ სიგრძის კანიონის დალაშქვრისას 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ.
უჩხოს შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია აჭარაში, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კანიონინგის ინფრასტრუქტურა მოაწყო.