ამერიკულ ბიოტექნოლოგიური კომპანიის 3DBio Therapeutics ექიმებმა მსოფლიოში პირველებმა გადაუნერგეს ადამიანს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ორგანო.
გამოცემის ინფორმაციით, პაციენტი 20 წლის ქალია, რომელიც დეფორმირებული მარჯვენა ყურით დაიბადა. ახალი ორგანო მისთვის 3D-პრინტერზე მისივე უჯრედების გამოყენებით დაბეჭდეს. სპეციალისტების თქმით, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის ხარჯზე, დროთა განმავლობაში ქალის ახალი ყური ბუნებრივ იერს შეიძენს.
მედიცინის ექსპერტებმა ამ ტრანსპლანტაციას ქსოვილების ინჟინერიის სფეროში გამაოგნებელი მიღწევა უწოდეს.