დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

ქუთაისში ახალი სასტუმრო “ინაისი” გაიხსნა

0
გაზიარება

ქუთაისში, სიონის ქუჩაზე, სულ რაღაც ორი კვირაა ახალი სასტუმრო „ინაისი“ გაიხსნა, რომელიც ორ სართულზე 7 ნომერს და ტერასას აერთიანებს.

„ინაისი“ ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ცოლ-ქმარი სოფია ფიფია და ალექსანდრე ხაჭაპურიძე უძღვებიან. როგორც ისინი bm.ge-სთან აღნიშნავენ, სასტუმროს ტერიტორიაზე აქამდე სახლი იდგა, რომელიც პანდემიის პერიოდში საკუთარი ძალებით გააფართოეს და სასტუმროდ აქციეს. მათივე თქმით, სასტუმროს მშენებლობა პირადი ფინანსებით დაიწყეს, შემდგომ კი საბანკო სერვისით ისარგებლეს.

„სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. ეს ოჯახური ბიზნესია და ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. „ინაისი“ ორი კვირაა, რაც გაიხსნა და უკვე დამსვენებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელარუსიდან ვუმასპინძლეთ. ჩვენი სავიზიტო ბარათი ტერასაა, სტუმრებსაც ყველაზე მეტად გელათისა და ბაგრატის ხედი მოსწონთ, ამასთან აქცენტს ქართულ ტრადიციულ კერძებზე ვაკეთებთ.

რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, ფასები 80 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს, ფასში საუზმეც შედის. გვაქვს 2, 3 და 5-კაციანი ნომრები“ – ამბობენ „ინაისის“ დამფუძნებლები.

„ინაისს“ უახლოეს პერიოდში მესამე სართულიც დაემატება და ჯამში სასტუმრო 14 ნომერს გააერთიანებს.ქუთაისიინაისი

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!