ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

„ფაროსანა ისევ რჩება  პრობლემად“ – თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

0
გაზიარება

„ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად არა მხოლოდ თხილის სექტორში, ზოგადად აგრონომიაში“ – ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი თოდუას თქმით, თუ აგრო ვადების დაცვა და სწორი წამლობა მოხდება, ისეთი მოსავლის მიღება, რომლის ფასი 7-9 ლარია, პრობლემას არ წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ თხილის ფასი ბოლო დროს შემცირდა, განწყობა კვლავ შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლოა სეზონის დაწყების წინ. ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად არა მხოლოდ თხილის სექტორში, ზოგადად აგრონომიაში. წამლობები მიმდინარეობს, თვეზე ნაკლები დარჩა და ჩვენ, მოსავალს მივიღებთ. დადებითი მოლოდინი გვაქვს იმ სიძნელეების მიუხედავად, რაც დღეს ბაზარზე არის.

ფერმერების გულისწყრომა ფასის ნაკლებობა გამოიწვია და ეს გასაგებია, მაგრამ ყველა უნდა ვმოტივირდეთ მეტ ხარისხზე. მინდა, აქედანაც მივმართო ათი ათასობით ფერმერს, ხარისხიანი თხილის რეალიზაციის პრობლემა 7-9 ლარად უახლოეს წლებში არ იქნება. ამას უნდა მივაღწიოთ, რომ ხარისხი იყოს მაღალი“, – განაცხადა თოდუამ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, თხილის წარმოება 2-ჯერ გაზარდოს.

„2016-2017 წელს ფაქტობრივად, არ იწარმოებოდა თხილი დასავლეთ საქართველოში და ეს ცხადია აისახა ექსპორტზეც. კახეთში კი, მაშინაც იყო თხილის მოსავალი, რადგან ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კახური თხილი გამოირჩევა ხარისხით და კახელი ფერმერები ზედმიწევნით იცავენ აგრო ღონისძიებებს. ამ დიდი ჩავარდნის შემდეგ, ,,თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ბოლო 2 წელში ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო საშუალო და კარგი მოსავალი, ანუ თხილის გადარჩენა მოხდა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვმუშაობთ თხილის გადარჩენიდან, თხილის ხარისხის მაღალ დონემდე აწევამდე მივიდეთ. დღეს, საქართველოში 70 000 ტონა თხილი იწარმოება, თუმცა ორჯერ მეტის პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა გიორგი თოდუამ ,,საქმეში“.

მსგავსი სიახლეები

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!