დღის სიახლეებიბანკებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისასტუმროებიფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ქვეყანაში 44 სასტუმრო გაიხსნა

0
გაზიარება

“თიბისი მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყანაში 44 სასტუმრო გაიხსნა”, – ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, ბანკის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარს შეადგენს.

გიორგი თხელიძის ინფორმაციითვე, ბაზრის 45%-იანი წილი ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ლიდერია.

„თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნული მიმართულებით თიბისის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარის დაფინანსებას შეადგენს. ბაზრის 45%-იანი წილით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 44 სასტუმრო გაიხსნა.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის მიერ ჯამურად გაცემული დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს და 4600 კომპანიას აერთიანებს“, – აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ტურისტული კომპლექსი გაიხსნა – კერძოდ, KASS LAND-ი, რომლის ღირებულებაც 120 მლნ ლარია. თიბისის თანამონაწილეობა კი „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, 10 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!