დღის სიახლეებიაჭარაეკონომიკარეგიონებისაინტერესო სიახლეებისასტუმროები

ბათუმში Courtyard by Marriott-ი იხსნება – ინვესტიცია $45 მლნ-ზე მეტია

0
გაზიარება

2022 წელს ბათუმში გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott-ი გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ალიანს პალასის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ამოქმედდება. ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტში შემავალი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

„ალიანს პალასის“ გენერალური დირექტორის აკაკი სონღულიას განცხადებით, კომპანიამ სასტუმროს გახსნისთვის როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე ინტერიერის აღჭურვის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაასრულა, რისთვისაც 45 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ინფრასტრუქტურა, რომელიც Courtyard by Marriott-ისთვის შევქმენით 5-ვარსკვლავიანია თავისი რესტორნით, ლაუნჯით, მისაღები ზონითა და 150 სასტუმრო ნომრით, მინდა გამოვყო სპა ზონა, რომელიც თავისი ფუნქციონალითა და ხედებით ბათუმში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ამასთან, მისი მმართველი მსოფლიოში აღიარებული სპა-კომპანია „ანანე სპა“ იქნება, რომელიც სტუმრებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ ბათუმის Courtyard by Marriott-ს ესტუმრონ და მიიღონ უმაღლესი ხარისხის სერვისი“, – განაცხადა „ალიანს პალასის“ გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!