ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით. იანვარ-მაისის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.