ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

“ბილეთის ფასი უნდა გაიზარდოს და მსახიობთა ხილვა ძვირი უნდა ღირდეს”- რას ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

0
გაზიარება

“ახმეტელის თეატრში” 2022 წელს ბილეთებზე ფასები წინა წელთან შედარებით 20%-ით გაზარდეს. “ჩემი სურვილია, რომ ნელ-ნელა ბილეთის ფასი გაიზარდოს და ცოცხალი მსახიობის ხილვა უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე კინოთეატრში ფილმის სეანსი”, – ამის შესახებ BMG-ს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, პანდემიის შემდეგ დარბაზში 80-90%-იანი დატვირთვაა. “მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ კვირაში 7 სპექტაკლიც კი ვითამაშეთ, რადგან მაყურებელი ძალიან ბევრია.” – განმარტა გოგიამ. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა და 1 787 შეადგინა, მათგან ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა. გასულ წელს საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, ორი – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო შვიდი – თოჯინების თეატრი იყო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!