დღის სიახლეებისაზოგადოება

თბილისის რიგით მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება

0
გაზიარება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ხორციელდება.

„კინოფესტივალი საზეიმოდ 21 ივნისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება, ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით – „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“.

თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალს მისი ოფიციალური პარტნიორი კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები. ფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამის სელექციონერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები, კინომცოდნეები: ეთერ ფარჩუკიძე, ნათია ფანცულაია, საბა მახარაშვილი, თიკო მამედოვა და ბესო დარასელია. ხელმძღვანელი: მაია ლევანიძე/კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.

სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალური ჟიურის წევრები არიან: ანა ურუშაძე – კინორეჟისორი; ალეკო ცაბაძე – კინორეჟისორი და სცენარისტი; ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!