RSS კატეგორიამარკეტინგი და გაყიდვებიმშენებლობასიახლეები

ფასდაკლების დღე, რომელიც „არქისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

0
გაზიარება

18 ივნისს, „არქის“ ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა, რომელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სტუმარი დაესწრო. შედეგად, „არქის“ დიდ ოჯახს რეკორდული რაოდენობის – 151 ახალი არქელი ოჯახი შეუერთდა.

დიდი ფასდაკლების დღე „არქის“ ტრადიციაა და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების წინ იმართება. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინონ ბინები ახალ პროექტში განსაკუთრებული ფასდაკლებით, ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. 18 ივნისს „დიდი ფასდაკლება“ ვრცელდებოდა ახალ პროექტზე „არქი კიკვიძის ბაღთან“.

არქის „დიდი ფასდაკლების დღე“ ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად ღონისძიებამ ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. 151 ახალი არქელი ოჯახის დამატება ერთ დღეში, პირველ რიგში იმ ნდობას უსვამს ხაზს, რასაც ჩვენ მომხმარებლისგან ყოველდღიურად ვგრძნობთ. „არქის“ მთელი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მაცხოვრებლების კმაყოფილება და კეთილდღეობაა, რისთვისაც ძალისხმევას არ 0ვიშურებთ. ვულოცავთ თითოეულ არქელს ჩვენს დიდ ოჯახში გაწევრიანებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

„არქის“ ექსკლუზიური „დიდი ფასდაკლების დღე“ ყოველთვის დიდი წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიის დროს, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სამშენებლო კომპანიას აღნიშნული ღონისძიებების შეჩერება მოუწია. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მაჩვენებლის დაფიქსირებამდე, „დიდი ფასდაკლების დღის“ რეკორდი 99 ბინას ითვლიდა.

„არქი“ ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანია 16 წლიან გამოცდილებას და 20 000-ზე მეტ მაცხოვრებელს – არქელს ითვლის.

მსგავსი სიახლეები

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!