„მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ კიტრის მწნილის წარმოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, წარმოებულია 600 000 ქილა მწნილი და შევსებულია მარაგები.
კიტრის კრეფის სამუშაოები, უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიით მიმდინარეობს, ამ დროისათვის დაკრეფილია 320 ტონა კიტრი.
მარნეულის სასურსათო ქარხანა, როგორც ლიდერი კომპანია საქართველოს ბაზარზე, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს. წარმოებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია