ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

მაისში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 5%-ით გაიზარდა, 6 თვეში 67%-ით მეტი ვაკანსია გამოცხადდა

0
გაზიარება

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში იმ პირების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წლიურად 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით ზრდა 14.6%-ია.

 

ორგანიზაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომელთაც 600-ლარამდე ხელფასი ჰქონდათ, 231 ათასი იყო, 247 ათას ადამიანს 601-1200 ლარამდე და 247 ათას ადამიანს ჰქონდა 2400 ლარზე მეტი ხელფასი. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600-ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3% შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტლაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თითქმის 818 ათასი შეადგინა. პირველ კვარტალში ქვეყანაში დასაქმების დონე 40.2%-ია, ხოლო უმუშევრობის დონე 19.4%-ია.

 

გასული წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, ანუ 6 თვეში, jobs.ge-ზე 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020 – 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67%-ით არის გაზრდილი. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა. მოცემულ პერიოდში 9 635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91% -ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემდეგ მოდის ადმინისტრაცია/მენეჯმენტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!