სხვასაზოგადოებასიახლეები

“Fedex საქართველოში” მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

კომპანია “Fedex საქართველოში” ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება.

როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს გაძვირებული საწვავის და შედეგად, საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების მიერ გაზრდილი მომსახურების საფასურის გამო კომპანიაში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით მომსახურებაზე ფასი 10%-ით გაზარდეს.

“გაყიდვების 20-30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც განაპირობა იმან, რომ კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა. თუმცა, ახლა საფასურის გაზრდა მოგვიწია, რაც მომხმარებლებისთვის არასასიამოვნო პროცესია. ბიზნესსაც თავისი ხარჯები აქვს. ჩვენი სექტორისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ეკონომიკურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.” – აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!