ნაყინის მწარმოებელი კომპანია “თოლია” საზაფხულოდ ბევრ სიახლეს გვთავაზობს. მათ, შორის სანაყინეებში ცივი ყავისა და ნამცხვრის დამატებას გეგემავს.
“თოლიამ” უკვე დაამატა ნაყინის ორი ახალი სახეობა თხილის და ნუშის (ინდიგოს ბრენდით) გემოებით. ამისთვის კომპანიას ქარხნის გადაიარაღებაც მოუწია, რაშიც გასულ წელს დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.