5G სიხშირული რესურსის საწყისი ღირებულება დაახლოებით 1,5 მლნ ლარი იქნება.
როგორც ცნობილია, კომისია 5G სიხშირულ რესურსზე აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება.
აუქციონი წლის ბოლოსთვის გამოცხადდება. განსაზღვრულია ლოტის საწყისი ფასებიც – ერთი პაკეტური ლოტის საშუალო ღირებულება 6 მილიონი ლარია, თუმცა, ვინაიდან კომისია 5G სიხშირული რესურსის 80%-მდე ფასდაკლებით გამოიტანას გეგმავს, სავარაუდო საწყისი თანხა მილიონ ნახევარი ლარი იქნება.