2022 წელს ყავის იმპორტი (მოცულობით) 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2,832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც 9.9 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, 1 ტონის საშუალო ფასი კი 3,503 დოლარი იყო.
გასულ წელს 2,270 ტონა ყავა ვიყიდეთ და 6.1 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2,704 დოლარი იყო. შესაბამისად, წლევანდელი ფასი გასული წლის ფასზე 30%-ით მეტია.
საქართველოში ყავის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ინდონეზია – 1,579 ტონა;
- ვიეტნამი – 403 ტონა;
- რუსეთი – 226 ტონა;
- გერმანია – 155 ტონა;
- იტალია – 102 ტონა.
საიმპორტო ყავის გაზრდილმა ფასმა პროდუქტი საქართველოს ბაზარზეც გააძვირა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის მაისში ქართველ მომხმარებლებს ყავა, ჩაი და კაკაო 16.8%-ით გაუძვირდათ წინა წლის მაისთან შედარებით.