1998 წლის შემდეგ პირველად, Gazprom აქციონერებს მოგებას არ გაუნაწილებს და დივიდენდს არ გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ დივიდენდის მიღება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ფლობის მთავარი უპირატესობა და ხიბლია. ასეთ კომპანიებს სწრაფი ზრდის პოტენციალი არ აქვთ, შესაბამისად, მათი აქციების ფასებიც საფონდო ბირჟებზე მკვეთრად არ იზრდება, ინვესტორებისთვის მთავარ მოტივაციას კი კომპანიის ყოველწლიური მოგებიდან მიღებული სარგებელი, ანუ დივიდენდი წარმოადგენს.
კომპანიის მიერ 2021 წელს მიღებული მოგება აქციონერებს არ გაუნაწილდებათ, ამის შესახებ Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ფამილ სადიგოვმა განაცხადა.
„კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ამჟამად საინვესტიციო პროგრამის განხორციელება და რუსეთის რეგიონის გაზიფიკაციაა“, – დასძინა სადიგოვმა.