წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაცია

0
გაზიარება

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა.

ახალი ასოციაციის ოფიციალური წარდგენა 14 აპრილს, 19:00 საათზე “ბაბილო პლაზაში” გაიმართა.

ასოციაციის მთავარ მიზანზე დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს :

„ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა. ამ ეტაპზე არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ასოციაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, არსებული გამოწვევების გაანალიზება, დამუშავება და გადაჭრა შევძლოთ.

დღეისთვის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის მთავარი საკითხი ბაზრების დივერსიფიკაციაა.

საქართველოს ხილის ექსპორტის 80%-მდე რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამ მხრივ ყველა იექსპორტიორმა ინფორმაცია ერთმანეთს უნდა გაუზიაროს, რათა გამოსავალი ერთად მოვძებნოთ. ასოციაციამ უნდა შეძლოს ახალი ბაზრების მოძიება და ექსპორტიორების დახმარება.

მსგავსი სიახლეები

HSE GEORGIA

HSE GEORGIA -  საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის ნერგავს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ სისტემას და გთავაზობთ ყველა შესაძლო სერვისი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს სჭირდება უსაფრთხო…

Royal Events

Royal Events - ივენთების ორგანიზება 2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული…

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!