ძველი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში (ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე) კაფე-ბარი „მანჯი სფეისი“ გაიხსნა.
სივრცის თანადამფუძნებელი, სწრაფი კვების რესტორანის „მანჯისთან“ მფლობელი გიორგი მანჯავიძეა, რომელიც „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ვერაზე არსებული ობიექტი, განსხვავებული კონცეფციით „მანჯი სფეისით“ ჩანაცვლდა.
მისივე ინფორმაციით, მოლოდინი პოზიტიურია, რადგან ობიექტი ტურისტულად ერთ-ერთ აქტიურ ადგილზე მდებარეობს.
„ვერაზე არსებული ობიექტის განახლება ისედაც მინდოდა. ამასობაში ჩემმა სამმა მეგობარმა გუდიაშვილის სკვერში გახსნა ღამის კლუბი Makerspace-ი, სადაც სამზარეულოს გახსნა შემომთავაზეს.
ლოკაციის ნახვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის კაფე-ბარი, სადაც მომხმარებელს შეეძლებოდა როგორც ქართული კერძების დაგემოვნება, ისე საინტერესო კლუბური მუსიკის მოსმენა. ეს „მანჯის“ და Makerspace-ის კოლობორაციაა. ობიექტი გუშინ გაიხსნა და 1 დღის მუშაობა ნორმალურად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, მგონია, აქტივობა სექტემრიდან ბევრად გაიზრდება,“ – აცხადებს გიორგი მანჯავიძე.
სამომავლოდ გიორგი მანჯავიძე „მანჯისთან“ ბრენდის ქვეშ საშაურმეს და საბურგერეს გახსნას გეგმავს