ბიზნესი

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ?

0
გაზიარება

2022 წლის მონაცემებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 9.6%-ით გაიზარდა და 7.3 გიგავატ საათს მიაღწია. ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა როგორც მოსახლეობამ, ასევე კერძო კომპანიებმა, რომლებიც ელექტროენერგიის დაახლოებით ერთ მესამედზე მეტს მოიხმარენ.

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე – “თელასის” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი 50 კომპანიას აქვს მინიჭებული და მათ 2022 წლის პირველ ნახევარში ჯამურად 2 გიგავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი – 626 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია “ჯორჯიან მანგანეზმა” მოიხმარა, რაც ამავე პერიოდში საქართველოს მთლიანი მოხმარების 8.5% იყო.

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:

1) “ჯორჯიან მანგანეზი”, “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 626 მილიონი კილოვატ საათი;
2) “ბი ეფ დი სი” (Bitfury) – 168 მილიონი კილოვატ საათი;
3) “რუსთავის აზოტი” – 133.6 მილიონი კილოვატ საათი;
4) “რუსთავის ფოლადი” – 107 მილიონი კილოვატ საათი;
5) “ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 95.1 მილიონი კილოვატ საათი;
6) „საქართველოს რკინიგზა“ – 87.5 მილიონი კილოვატ საათი;
7) “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” – 83.4 მილიონი კილოვატ საათი;
8) “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” – 72.7 მილიონი კილოვატ საათი;
9) “აითილები” – 71.6 მილიონი კილოვატ საათი;
10) „აიტი კორპ“ – 63 მილიონი კილოვატ საათი.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  5 ივლისს  Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

Chateau De Vere • შატო დე ვერე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, "Chateau De Vere • შატო დე ვერე"  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

Success Card – სპეციალური შეთავაზება კომპანიებში დასაქმებულებისთვის, 50% – იანი ფასდაკლება წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში

დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!