2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტით 43.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 47.8%-ით აღემატება. ამ მაჩვენებლებით დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით ოქრო 1.7%-იანი წილით, ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო საქონლის ათეულში მოხვდა.
ჯამში, ამ პერიოდში საქართველოდან ოთხ ქვეყანაში 1.3 ტონა ოქრო გაიყიდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის ქართული ოქროს მთავარი გასაღების ბაზარი შვეიცარიაა. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
1. შვეიცარია – 39.3 მლნ დოლარი, 1.2 ტონა;
2. გერმანია – 2.6 მლნ დოლარი, 0.07 ტონა;
3. თურქეთი – 1.1 მლნ დოლარი, 0.03 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 447.5 მლნ დოლარი, 0.01 ტონა;
აღსანიშნია, რომ ყველა ქვეყნის მიმართულებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით გაზრდილია.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 4.1 ათასი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ოქროს იმპორტი განცხორციელდა. საიმპორტო ქვეყნები კი გერმანია და საფრანგეთი იყო.