ბიზნესი

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა

0
გაზიარება

McHappy Day-ის ტრადიციული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ბავშვებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, 30 000 ლარის ოდენობის თანხა გადასცა.

აღნიშნული თანხით, რომელიც „მაკდონალდს საქართველოს“ ერთგული მომხმარებლების მიერ პრომოაქსესუარების შეძენითა და უშუალოდ კომპანიის მიერ გაღებული ფინანსური სახსრებით შეგროვდა, დიღომში, რუსთავსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალი ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და მოეწყობა. ამასთან, რუსთავის ფილიალის აღჭურვის შედეგად, ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება დიღმისა და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.

„McHappy Day-ის წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა იყო. სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში კამპანიის ფარგლებში ჩვენ არაერთ ორგანიზაციას გავუწიეთ დახმარება ჩვენი მომხმარებლის უშუალო ჩართულობით და მინდა თითოეულ მომხმარებელს მადლობა გადავუხადო McHappy Day-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით შევძლებთ გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს, ვინც დღეს ამას განსაკუთრებულად საჭიროებს. აღნიშნული თანხა მოხმარდება „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებისა და პირობების გაუმჯობესებას, ასევე საჭირო ინვენტარის შეძენას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას და გაუფერადებს ცხოვრებას“, — აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 13 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ „მაკდონალდსის“ რესტორნებში შეეძინათ სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი პრომოაქსესუარები – „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების ნახატები, რომლებიც გასაფერადებლის სახით აიკინძა, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სწორედ ამ ნივთების შეძენით მომხმარებელი ავტომატურად ერთვებოდა კამპანიაში, რომლის მთავარი გზავნილი წელს იყო „გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს“.

წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორი იყო კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა „მასტერქარდით“ გადახდის შემთხვევაში, ორმაგდებოდა.

პირველი ნაბიჯი ამ ეტაპზე ყოველთვიურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. ჯამურად, ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევის მქონე, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

„პირველი ნაბიჯისთვის“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შეგროვილი თანხის ჩეკის გადაცემის ღონისძიება „მაკდონალდსის“ ახალ, ეკომეგობრულ რესტორანში გაიმართა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და სტუმრებს კახეთის გზატკეცილზე, ორხევის დასახლებაში მასპინძლობს. რესტორანი მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასული ტიპის ღია სივრცეებს. „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შშმ პირებზე. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  5 ივლისს  Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

Chateau De Vere • შატო დე ვერე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, "Chateau De Vere • შატო დე ვერე"  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

Success Card – სპეციალური შეთავაზება კომპანიებში დასაქმებულებისთვის, 50% – იანი ფასდაკლება წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში

დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!