დღის სიახლეებიეკონომიკა

კრიპტო-ბირჟა Zimpex, რომელიც აზიის რეგიონში ოპერირებდა გაკოტრდა

0
გაზიარება

კრიპტოინდუსტრიაში მკვეთრი დაღმასვლისა და კოლაფსის ტენდენცია გრძელდება – ამჯერად გაკოტრების გამოცხადება კრიპტო-ბირჟა Zipmex-ს მოუწია, რომელიც, ძირითადად, აზიის რეგიონში ოპერირებს.

სინგაპურში დაფუძნებული კომპანიის გაკოტრება პირდაპირ კავშირშია უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის Terra/Luna-ს კოლაფსთან და სხვა კრიპტოკომპანიებს, მათ შორის, Celsius-ის, Voyager Digital-ისა და Three Arrows Capital-ის გაკოტრებასთან.

Zipmex-ი სინგაპურის, ავსტრალიის, ტაილანდისა და ინდონეზიის მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს ემსახურებოდა, როგორც უშუალოდ ტრეიდინგ პლატფორმით, ასევე ერთგვარი საბანკო სერვისებით, კერძოდ, სესხებითა და კრიპტოდეპოზიტებით.

CNBC-ის ინფორმაციით, Zipmex-ის გაკოტრება $53-მილიონიან სესხთანაა დაკავშირებული, რომელიც კომპანიას Celsius-სა და Babel Finance-ზე ჰქონდა გაცემული.

სინგაპურის სასამართლოში შეტანილი განაცხადიდან ირკვევა, რომ Zipmex-ის წარმომადგენლობა რესტრუქტურიზაციისა და გაკოტრების გეგმის შემუშავებას მოითხოვს, თუმცა დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო კომპანიის მოთხოვნას, ჯერჯერობით უცნობია

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!