ბიზნესიდღის სიახლეებიტექნოლოგიებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Apple სამხრეთ კორეულ კომპანიას პლაგიატში ადანაშაულებს

0
გაზიარება

Apple-ის საერთაშორისო მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, გრეგ ჯოსვიაკი აცხადებს, რომ Samsung-მა პირველი სმარტფონების შემუშავებისას Apple-ისგან მოპარული ტექნოლოგია გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-ის დოკუმენტურ ფილმში გახმიანდა, რომელიც პირველი iPhone-ის 15 წლის იუბილეს ეძღვნება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სმარტფონების ადრეული ეტაპის ბაზრისთვის კონკურენციაში Samsung-ის მიმართ Apple-ის დამოკიდებულების შესახებ, ჯოსვიაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის კორპორაციამ ისინი „გააღიზიანა.“ ამ გაღიზიანების მიზეზი, Apple-ის წარმომადგენლის თქმით, იყო ის, რომ Samsung ტექნოლოგიას იპარავდა.

„მათ, უბრალოდ, შექმნეს iPhone დიდი ეკრანით,” – განაცხადა ჯოსვიაკმა, როცა Samsung-ის სმარტფონებზე Apple-ის თანამშრომლების შთაბეჭდილებები გაიხსენა.

ტოპ მენეჯერმა, ასევე, დაამატა, რომ ამერიკულმა კორპორაციამ თავისი კონკურენტის მოწყობილობები iPhone-ის ცუდ ასლად აღიქვა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!