დღის სიახლეებიეკონომიკა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება-რა ღირს საწვავი საქართველოში

0
გაზიარება

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე.

ამ დროისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 96,64 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი 90,71 დოლარს შეადგენს ბარელზე.

ფასების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოპეკ+ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდიან.

რაც შეეხება საქართველოს, ავტოგასამართ სადგურებზე ფასის მნიშვნელოვანი შემცირება არ შეიმჩნევა, გარკვეული კატეგორიის საწვავის ფასი კვლავ 4 ლარზე მეტია.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 4 ლარია; „რეგულარი“ – 3.75; სუპერი – 4.25; ევრო-დიზელი კი 4.65 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 4.60 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 4.63 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 4.74 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 4.19 და 3.75 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 4.28 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.99 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.59; ხოლო „სუპერის“ ფასი 4.29 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.47 და 4.57 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 4 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 3.75 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი – 4.62 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 4.25 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 4.67 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 4.60 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 4.19 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი – 3.80 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 4.29 ლარი ღირს

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!