დღის სიახლეებიეკონომიკამშენებლობა

ანაკლიაში “ლაზიკა რეზიდენსი“ შენდება

0
გაზიარება

კომპანია „განმუხურის სასტუმრო“ ანაკლიაში „ლაზიკა რეზიდენსს“ აშენებს.

როგორც პროექტის მენჯერმა გოდერძი სეფიაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ ლარია.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობა წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. „ლაზიკა რეზიდენსი“ მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს.

“განმუხურის სასტუმრო“ ახორციელებს სრულიად განსხვავებულ, უნივერსალურ და მრავალფუნქციურ პროექტს მზიანი განმუხურის ერთ-ერთ საუკეთესო ტერიტორიაზე. პროექტი მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონის განვითარებისათვის.
კომპლექსში იქნება ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა-ფიტნეს ცენტრი, რესტორანი /ლაუნჯი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საბავშვო მოედნები, საკონფერენციო დარბაზი და პარკინგი. კომპლექსი 8-სართულიანია.

მშენებლობაში დასაქმებულია ადგილობრივი მუშა ხელი, ამჟამად სულ 40-მდე ადამიანი და პროექტის დასრულების შემდეგ, ასევე მენეჯმენტის ნაწილში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“, – აცხადებს გოდერძი სეფიაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „განმუხურის სასტუმრო“ მხოლოდ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს.

„ლაზიკა რეზიდენსის’’ საცხოვრებელ კომპლექსში განსაკუთრებით გამორჩეულ ადგილს იკავებს ისტორიული მნიშვნელობის მქონე, ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, რომელიც მდებარეობს მდინარე ენგურზე და აკავშირებს ანაკლია განმუხურის სანაპირო ზოლებს“, – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა.

ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს „განმუხურის სასტუმრო“ 2011 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 95% ბესიკ ჩიქოვანს ეკუთვნის, 5%-ის მფლობელი კი პაატა გოგოხიაა. შპს „განმუხურის სასტუმროს“’ დირექტორია თეიმურაზ ჩიქოვანი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!