ბენე ექსკლუზივი ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანიაა. ბენე ექსკლუზივი უდავო ლიდერია სტუმარ-მასპინძლობისა და მგზავრთა გადაადგილების სფეროში. კომპანია 2017 წელს დაარსდა და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური დამოკიდებულების დამსახურებით მოახერხა, ბაზარზე მალევე დაემკვიდრებინა თავი. ბენე ექსკლუზივმა ოპერირება 2 ავტომობილით დაიწყო და გაიზარდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ადამიანური რესურსით და დღესდღეობით კომპანიის ავტოპარკი 100-ზე მეტ ავტომობილს, 200 – ზე მეტი თანამშრომელს და 100 – ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ითვლის. ავტოპარკის მრავალფეროვნება კომპანიას საშუალებას აძლევს ერთდროულად 2000 – ზე მეტი მგზავრის ტრანსპორტირება მოახდინოს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბენე ექსკლუზივის უპირატესობა და წარმატების საიდუმლო არის სწორი მენეჯმენტი, კადრების გონივრული მართვა და საქმიანობის ყველა რგოლის ეფექტური გადანაწილება.
ბენე ექსკლუზივი მომხმარებელს სთავაზობს უახლესი პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას, რაც არა მხოლოდ საიმედოობისა და ხარისხის ნიშანია, არამედ კომპანიის დამოკიდებულების მაჩვენებელია თითოეული კლიენტის მიმართ. ბენე ექსკლუზივის მიზანია უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თითოეული კლიენტისთვის.