ბიზნესიდღის სიახლეებიქართული წარმოება

RUNDTEA: ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპაში გატანა გვსურს

0
გაზიარება

მცენარეული ჩაის მწარმოებელი კომპანია Rundtea-ს ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა სურს.

“ბიოჩაის ვაწარმოებთ და მალე სერთიფიკატის მიღებასაც ვაპირებT. ეს არის ბალახეული ჩაი ჯავახეთიდან, სხვადასხვა მცენარეებისგან, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს. არამხოლოდ ჩაიდ შეიძლება მისი გამოყენება, არამედ წამლადაც. თუმცა, ამისთვის ლიცენზიაა საჭირო. პროდუქცია ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. პროდუქტით დაინტერესებული არიან ტურისტებიც”,- აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” საწარმოს დამფუძნებელი, მზისა ხმალაძე.

Rundtea-ს სოციალური მისიაც აქვს. ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებას ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზებით ცდილობს. ჩაის შეფუთვაში ქართული შემეცნებითი ბარათებიც მოყვება.

“გახსნილი გვაქვს სამთვიანი კურსები, ძირითადად სასაუბრო მიმართულებას მოიცავს. უკვე გვყავდა ბენეფიციარები, ვინც ეს კურსები გაიარა და სერთიფიკატებიც აიღო. შემეცნებითი ბარათებიც არის მოთავსებული ჩვენი ჩაის შეფუთვაზე. სამომავლოდ ვაპირებთ ახალი პროდუქტების დამატებას. ძირითადად კენკროვანი ჩაის სახით. ამასთან, ვაპირებ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, თუმცა ეს დროის საკითხია”,- განმარტავს საწარმოს დამფუძნებელი.

სტატიის ავტორი : მარიამ ვაჩნაძე

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!