დღის სიახლეებიეკონომიკა

7 თვის სტატისტიკა-რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ვიზიტორები საქართველოში

0
გაზიარება

საქართველოში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 34.7%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრის გავლით შესრულდა, 181 574 ვიზიტი – საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი – სარკინიგზო, ხოლო 1 786 – საზღვაო გზით. ამასთან ქვეყანას ყველაზე უფრო ხშირად მეზობელი ქვეყნების ვიზიტორები სტუმრობდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ TOP-15 ქვეყნიდან, საიდანაც საქართველოში მოგზაურები შემოდიოდნენ, 2020-2021 წლების ივლისის თვეებთან შედარებით, უკრაინის გარდა, ყველა შემთხვევაში ვიზიტების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი – 156 737 ვიზიტი;
2. სომხეთი – 103 906 ვიზიტი;
3. თურქეთი – 95 989 ვიზიტი;
4. საუდის არაბეთი – 27 712 ვიზიტი;
5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;
6. ისრაელი – 22 684 ვიზიტი;
7. ბელარუსი – 20 773 ვიზიტი;
8. ყაზახეთი – 19 258 ვიზიტი;
9. უკრაინა – 18 711 ვიზიტი;
10. აზერბაიჯანი – 14 282 ვიზიტი;
11. ირანი – 11 787 ვიზიტი;
12. ინდოეთი – 7 215 ვიზიტი;
13. პოლონეთი – 5 731 ვიზიტი;
14. უზბეკეთი – 5 539 ვიზიტი;
15. გერმანია – 5 460 ვიზიტი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი 7 თვის მონაცემებს, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ – 2019 წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვებს 52.8%-ით ჩამორჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 47.2%-ით არის აღდგენილი.

ამ პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 7 თვეში 1 668 983 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 162%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.

7 თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები საზღვრის ტიპის მიხედვით სახმელეთო საზღვარზე მოდის. ამ პერიოდში ამ საზღვრით ქვეყანაში 1 250 734 ვიზიტი შესრულდა, საჰაერო გზით 767 244, სარკინიგზოთი – 7 955, ხოლო საზღვაოთი 11 471.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

1. რუსეთი – 403 886 ვიზიტი;
2. თურქეთი – 358 126 ვიზიტი;
3. სომხეთი – 299 676 ვიზიტი;
4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;
5. ისრაელი – 107 261 ვიზიტი;
6. უკრაინა – 89 614;
7. აზერბაიჯანი – 80 680;
8. ყაზახეთი – 64 654;
9. ბელარუსი – 62 728;
10. საუდის არაბეთი – 57 475;
11. ირანი – 49 016;
12. უზბეკეთი – 27 871;
13. ინდოეთი – 26 343;
14. გერმანია – 22 378;
15. პოლონეთი – 20 812.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!