ბიზნესიდღის სიახლეებივაჭრობის სფერო

საქართველოს ყავის იმპორტი 27%-ით გაუძვირდა

0
გაზიარება

2022 წლის 7 თვეში საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა, ამასთან, წელს ქვეყანას ყავა უკვე 27%-ით გაუძვირდა. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს – შემცირებულ მოსავალს მწარმოებელ ქვეყანაში, დიდი ალბათობით, საქართველოს ყავის იმპორტი კიდევ გაუძვირდება. ცნობისათვის, ბრაზილიაში ყავის წარმოება მცირდება.

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქართველომ 2022 წლის 7 თვეში 4,422 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 15,510 მლნ დოლარი გადაიხადა. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ ერთი ტონა 3 507 დოლარი დაჯდა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი საშუალო ფასი ტონაზე 2 760 დოლარს შეადგენდა, კერძოდ, შარშან 9,317 მლნ დოლარის ღირებულების 3,375 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა.

ქვეყნები, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია – 2 388 ტონა (5,903 მლნ დოლარი)
  • ვიეტნამი – 595,1 ტონა (1 448 მლნ დოლარი)
  • რუსეთი – 349,4 ტონა (1 724 მლნ დოლარი)
  • გერმანია – 227,6 ტონა (1,532 მლნ დოლარი)
  • იტალია – 148,9 ტონა (1,653 მლნ დოლარი)
  • სომხეთი – 137,5 ტონა (471,7 ათასი დოლარი)
  • შვეიცარია – 118,4 ტონა (411,3 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი – 100,2 ტონა (263,6 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი – 76,6 ტონა (272,2 ათასი დოლარი)
  • თურქეთი – 69 ტონა (503 ათასი დოლარი)

რაც შეეხება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანას – ბრაზილიას, წელს საქართველოს იქ ყავა არ უყიდია. 2021 წელს კი ბრაზილიიდან 38,4 ტონა ყავა შემოვიდა (93,7 ათასი დოლარის ღირებულების), ეს კი ყავის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 0,6%-ია.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!