ბიზნესიდღის სიახლეები

რა შემოსავალი აქვს Petrocas-ის ჯგუფში შემავალ ფოთის ნავთობტერმინალს?

0
გაზიარება

18.7 მლნ-ის ამონაგები და 6.88 მლნ ლარის მოგება – ასეთი ფინანსური შედეგებით დაასრულა 2021 წელს საქმიანობა Petrocas-ის შვილობილმა „ჩენელ ენერჯიმ“, რომელიც ფოთის პორტში ნავთობის ტერმინალს ფლობს.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ „ჩენელ ენერჯის“ შემოსავალი 1%-იან ზრდას აჩვენებს. ამ ფაქტს მენეჯმენტი გადატვირთული ნავთობპროდუქტების მოცულობის სტაბილურობას უკავშირებს.

„კომპანიამ საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად მისი ფიქსირებული აქტივების ხელახლა შეფასება და მშობელი კომპანიისთვის ვალის დაფარვა მოახერხა. შედეგად, 2021 წელს წლიურმა მოგებამ 6,889,879 ლარი შეადგინა, რაც 20%-ით ნაკლებია 2020 წელს წარმოქმნილ მოგებაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩენელ ენერჯი“ ფოთში ნავთობის ტერმინალებს სასაწყობე, გამტარი და ლოჯისტიკური საშუალებებით ფლობს. აღნიშნული ტერმინალი ნავთობპროდუქტების სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტიდან მიღება/ გადატვირთვას  ახორციელებს.

კომპანიას აკონტროლებს შპს Channel Energy (Eire), რომელიც კაპიტალის 75% ფლობს, 25%-ის მფლობელი კი, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურია“. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს  Petrocas Energy International წარმოადგენს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი – 49%  გამოისყიდა.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!