აჭარადღის სიახლეებირეგიონები

„ღამის სერენადები“ იწყება

0
გაზიარება

დღეს ბათუმი-თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სტარტს აიღებს. ფესტივალს საბინე გროფმაიერი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ გახსნიან.

საიუბილეო ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე ამერიკაში დაბადებული და ზალსბურგში მოღვაწე ვირტუოზად აღიარებული პიანისტი – ქეითი მაჰანი წარდგება.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში მხატვარ-დიზაინერის ნინო მირიანაშვილის გამოფენა გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე აგვისტოსა და სექტემბერში, ბათუმსა და თბილისში მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავები. 27 აგვისტოს, აჭარის მწერალთა სახლში წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საზოგადოებას გააცნობს ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის, „ღამის სერენადების“ დამფუძნებლის – ლიანა ისაკაძის შემოქმედებას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!