ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმს შეარჩევს.
„საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2022 წლის სექტემბრის თვეში“, – აცხადებენ კინოცენტრში.
საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს კინოცენტრი 9 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს.