თარგმანის ყველაზე მასშტაბურ ქართულ პლატფორმას Translate.ge 40 000 სიტყვისგან შემდგარი გერმანულ-ქართული ლექსიკონი დაემატა. მასში თავმოყრილია ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საჭირო სიტყვები თავისი მნიშვნელობითა და რეგულარული გამოყენების არეალით.
იგი შედგენილია პროფესორ რუსუდან ზექალაშვილისა და ფილოლოგიის დოქტორ ჭაბუკი ქირიას მიერ და წარმოადგენს 2004 წელს გამოცემული ლექსიკონის გადამუშავებულ, შევსებულ ვარიანტს. ლექსიკონი გათვლილია ფართო აუდიტორიაზე და მისი გამოყენება თანაბრად შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებსა და მთარგმნელებს. ახლა კი ის სრულად არის ხელმისაწვდომი ონლაინ – Translate.ge-ზე, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე წამში მოიძიონ სასურველი სიტყვის განმარტება.
ლექსიკონში დიდი ადგილი ეთმობა სპეციალურ ტერმინებს და მათი მნიშვნელობა და გამოყენების სფერო დეტალურად არის განმარტებული. მათი მეშვეობით მკითხველს საშუალება აქვს, გაიფართოოს გერმანული ენის სისტემური ცოდნა და კიდევ უფრო გაზარდოს სიტყვების მარაგი.
Translate.ge-ს მომხმარებელს უკვე წლებია, საშუალება აქვს, სწრაფად მიიღოს სასურველი სიტყვის სანდო განმარტება ინგლისურ ენაზე (400 000-ზე მეტი სიტყვა). ასევე, ვებგვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ, Online.Translate.ge-ის მეშვეობით თარგმნონ და დაამოწმონ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელსაც მთელი ნებისმიერ მისამართზე მიიღებენ საქართველოს მასშტაბით.
Translate.ge-ს დღეში 20 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. მას იყენებენ და ენდობიან სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანები, რომელთაც საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ მიიღონ სასურველი სიტყვების სწორი მნიშვნელობა.