ბანკებიდღის სიახლეები

საქართველოს ბანკის ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს კომფორტული სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას. ამჯერად ბანკი მომხმარებლისთვის ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენას და მის საქართველოს ბანკის პლასტიკურ/ციფრულ ბარათზე მიბმას ხდის შესაძლებელს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ მობილბანკში ისარგებლონ ვადიანი სამგზავრო ბარათის ფუნქციონალით.

ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი (უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო) მგზავრობისას მომხმარებელს ვადიანი სამგზავრო ბარათის ტარება აღარ დასჭირდება. მობილბანკიდან მისი შეძენისა და საბანკო ბარათზე მიბმის გარდა, ბარათის მარტივად მართვაც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, მომხმარებელი ბარათის გამოყენების მეთოდის და ბარათის ცვლილებასაც განახორციელებს. ასევე, შეძლებს ნახოს ბარათის ვადა, შეცვალოს საბანკო ბარათი, რომელზეც სამგზავრო ბარათია მიბმული და სხვა.

ვადიანი სამგზავრო ბარათის აქტივაცია ხდება ყიდვის მომენტიდან. მისი ყიდვა/მართვა შესაძლებელია გადახდის მოდულიდან და მეტი მენიუდან. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი იყიდის სატრანსპორტო აბონემენტს, მას ბარათი პოპულარული გადახდების სექციაშიც გამოუჩნდება.

„საქართველოს ბანკის და ვადიანი სამგზავრო ბარათების ინტეგრირების უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათის ტარება არ დასჭირდება, რადგან ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმას შეძლებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს სწორედ ის სერვისი და პროდუქტი, იმ სივრცეში შევთავაზოთ, რომელიც მისთვის კიდევ უფრო კომფორტული იქნება “, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!