დღის სიახლეებიმოგზაურობატურიზმი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა

0
გაზიარება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის მხარდაჭერით ახალი ბროშურები შეიქმნა. დამუშავდა 6 მიმართულება, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სამთო კურორტების, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ.

„ახალი ტურისტული გზამკვლევებით მოგზაურები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების, მუზეუმების, მონასტრების, იმერეთის ტურისტულ ადგილებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ მიიღებენ ცნობებს. ბროშურებში წარმოდგენილია რუკები, მარშრუტები, სავიზო ინფორმაცია, ტურისტებისთვის საჭირო ონლაინ ბმულები და QR კოდები. ახალი საპრომოციო ბროშურები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთის ტრასების სააგენტოსთან, ქუთაისის აეროპორტთან, საქართველოს ეროვნულ პარკებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოამზადა“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ტურისტული ბროშურები ინგლისურ ენაზე გამოიცა. დაგეგმილია ბროშურების თარგმნა მიზნობრივი ბაზრებისთვის სხვადასხვა ენაზე. ახალ გზამკვლევებს ტურისტები საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში გაეცნობიან. ახალი ბროშურებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარდგება.

მსგავსი სიახლეები

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!