jobs.ge-ზე წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 38 048 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.geზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 38%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 155%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, როგორც PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 7% შეადგინა.
კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ, PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 12 990 ვაკანსია საიტზე ტექნიკურ/ლოჯისტიკურ საქმიანობებზე იყო გამოცხადებული. მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები – 11 179 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 7 905 ვაკანსია დაფიქსირდა.
ჩამონათვალში ხვდება ასევე:
- ფინანსები – 5 575 ვაკანსია;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები – 2 301 ვაკანსია;
- სხვა – 9 942 ვაკანსია.