ბიზნესიდღის სიახლეებიპარტნირებისასტუმროები

Green Tower Hotel : ჩვენ ვმუშაობთ თქვენი დასვენებისთვის

0
გაზიარება

საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება სტანდარტები და კონკურენცია სასტუმროებსა და მომსახურე სფეროებს შორის. ამ კონკურენციის ფონზე კი საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება. მყუდრო, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალი მომსახურებით სასტუმრო Green Tower სტუმრების მოხიბვლას ახერხებს და სათანადო ადგილს იკავებს საქართველოში არსებულ მოწინავე სასტუმროებს შორს.  სასტუმრო ამ ეტაპზე 62 ნომრისგან შედგება, რომელიც გათვლილია ნებისმიერი რაოდენობისა და ტიპის სტუმარზე.

როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ნათია ადუაშვილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს განაცხადა მათთვის მთავარი სტუმრების განწყობაზე ზრუნვაა და ყოველთვის ცდილობენ იმ სტანდარტების გაუმჯობესებას, რომელიც შეესაბამება 4 ვარსკვლავიან სასტუმროს :

„ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა მყუდრო და ლამაზი ინტერიერით, რომლის დიზაინზეც პროფესიონალმა დიზაინერებმა იმუშავეს. გარდა, კეთილმოწყობილი ოთახებისა და პროფესიონალი გუნდისა, სასტუმრო სტუმრებს მათთვის საჭირო ყველანაირ სერვისს სთავაზობს. ფუნქციონირებს სპორტ დარბაზი, აუზი, ბილიარდის ოთახი, გასართობი სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის და საკონფერენციო დარბაზი მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის“

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ქართველებთან ერთად უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ და ხშირად ჩამოდიან სპორტსმენები და სპორტული ჯგუფები.

მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, Green Tower Hotel წლებთან ერთად აუმჯობესებს სერვისებსა და სტანდარტებს. ამ ეტაპზე სასტუმროს შიდა და გარე ფასადების მოწყობა იგეგმება, რათა სივრცე კიდევ უფრო კომფორტული და მომხიბვლელი გახდეს სტუმრებისთვის.

 

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!