დღის სიახლეებიეკონომიკავაჭრობის სფეროკვებამარკეტინგი და გაყიდვებისაზოგადოება

დღეიდან რამდენიმე სახეობის პური გაიაფდება

0
გაზიარება

დღეიდან რამდენიმე სახეობის პური გაიაფდება.  პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით 22 სექტემბრიდან „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე ფასს 10 თეთრით შეამცირებს. ამავე ოდენობით გააიაფებს პურს ქარხანა „თემქა პურიც“.

„შარშანდელთან შედარებით ძალიან განსხვავებული ტენდენციაა. თუ გასულ წელს 1 ტონა ხორბლის ღირებულება 500$ იყო, წელს 240-270$-ის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, წელს განსხვავებულია ფქვილის ფასიც. ასეთ დროს წარმოიშვება ხოლმე კითხვა – რატომ არ დაიკლო პურის ფასმა? ყველაფერს დრო სჭირდება. რამდენიმე მწარმოებელმა უკვე გააკეთა გადაანგარიშება და მაქვს ინფორმაცია, რომ 22 სექტემბრიდან „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე აკლებს 10 თეთრს. გარდა ამისა, „თემქა პურის“ ხელმძღვანელმაც განაცხადა, რომ 10 თეთრს ისინიც დააკლებენ. რაიონებში პურის ფასი უკვე შემცირებულია 10 თეთრით.

ახალ წლამდე ფასების მატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო დასტაბილურდება ბაზარი. ალბათ, სხვა მწარმოებლებიც მიბაძავენ „იფქლი დიღომსა“ და „თემქა პურს“. კონკურენცია და საბაზრო ეკონომიკა ისეთია, ძალაუნებურად ყველას აფიქრებინებს, რომ ბაზარზე შემორჩეს და თავის პროდუქციას რეალიზაცია გაუკეთოს“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

პურის გაიაფება ხორბალსა და ფქვილზე ფასის კლებამ განაპირობა. ერთი მხრივ, რუსეთში ჭარბი მოსავლიანობისა და მეორე მხრივ, უკრაინის დერეფნის გახსნის გამო, რუსეთში მარცვლეულზე საექსპორტო მცურავი გადასახადი 45 დოლარამდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!