Gulf Express-ი გალფის ბრენდის ქვეშ არსებული ავტომატიზირებული, თვითმომსახურების სადგურების ქსელია, სადაც მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ თავად ჩაასხან საწვავი საკუთარ ავტომობილებში შეღავათიან ფასად და მიიღონ ექსპრეს სერვისები. გალფის საგურებისგან განსხვსვებით “გალფ ექსპრესში” არ მუშაობენ ჩამსხმელი ოპერატორები და დამხმარე კონსულტანტები.
Gulf Express-ში შესაძლებელია გალფის ლოიალურობის პროგრამის – Gulf Club-ის ფასდაკლების და დაგროვების ბარათის გატარებაც, შესაბამისად, მომხმარებლები იღებს უფრო მეტ ფასდაკლებას საწვავზე, აგროვებს ქულებს და ერთვება ყველა იმ წამახალისებელ, თუ პრომო აქციებში რომელიც გალფის ქსელში მოქმედებს.
Gulf – ისთვის პრიორიტეტი მომხმარებელთან სიახლოვეა, რის გამოც ის მუდმივად იკვლევს მათ ინტერესს და ზრუნავს კმაყოფილების ზრდაზე.
Gulf Georgia 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. კომპანიაში 1300-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. გალფის ავტოგასამართი სადგურები თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევა.