ბოლო 1 კვირაში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობისთვის დედაქალაქის მერიაში 60 წელს გადაცილებული 101 პირი დარეგისტრირდა
დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში 54 მოქალაქე, ხოლო გლდანის სპორტულ ცენტრში 47 60 წელს გადაცილებული პირი დარეგისტრირდა.
თბილისის მერიის პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 3 ოქტომბრიდან შეეძლებათ.