2022 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შინამეურნეობებისთვის საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ ლომბარდულ ტიპის სესხებზე გაიზარდა, ხოლო სხვა საბანკო პროდუქტებზე კი განაკვეთები შემცირებულია
გთავაზობთ როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (აგვისტოს სტატისტიკა) სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით:
იპოთეკურ სესხები – 12.44 % (2021 წელი – 12.18 %);
ავტოსესხი – 22.74 % (2021 წელი – 22,21%);
ლომბარდული სესხი – 17,80% (2021 წელი – 19,85%);
სამომხმარებლო სესხი – 18.82 % (2021 წელი – 18.60 %);
სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13.65 % (2021 წელი – 13,29%);
სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 20.46 % (2021 წელი – 19.95 %).
რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2022 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განაკვეთები გაზრდილია 12,3%-დან 13,6%-მდე, ზრდა შეინიშნება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.
ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,7%-დან 16,2%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გაუძვირდათ იურიდიულ პირებს და განაკვეთი 12.7%-დან 13.8%-მდე გაიზარდა. ხოლო ფიზიკური პირებისთვის სესხები წლიურად გაიაფდა. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,2%-ს, ხოლო 2022 წლის აგვისტოში უკვე 17,7% -ს.
უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთზე კი, ზრდა ფიქსირდება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის აგვისტოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 7,4%-ს, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,4% იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,7%-დან 7.6-მდე, ფიზიკური პირების სესხებზე კი 5,5%-დან 6,7%-მდე გაიზარდა.