მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე თბილისში ზონალური პარკირების 736 აბონემენტი გაიყიდა.
აღნიშნულ პერიოდში გაყიდული აბონემენტებიდან 209 არის 1-წლიანი, 401 – 1-დღიანი; 1-კვირიანი – 50; 1-თვიანი – 20; 6-თვიანი – 56.
რაც შეეხება პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობას, 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე 155 853 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირება ამოქმედდა, 1 საათის საფასური 1 ლარია, პარკირებისთვის კი, 1751 ადგილი გამოიყო.