საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი სექტემბრისათვის 41.76 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3 მლრდ ლარით, ანუ 7.74%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, აგვისტოში, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 777.43 მლნ ლარით, ანუ 4.99%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები, ანუ 9.58%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.53%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 41.91 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.18 პროცენტული პუნქტით.