დღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

საქართველოში თხილის მოსავალი 30%-ით შემცირდა

0
გაზიარება

საქართველოში თხილის მოსავალი 30%-ით შემცირდა -ინფორმაციას ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ჭითინავა ავრცელებს. მისივე თქმით თხილის ფასი გასულ წელთან შედარებით უფრო მაღალი იყო, თუმცა მოსავალი  დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო შემცირებული

„შარშან 55 ათასი ტონა იყო თხილის მოსავალი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ფასიც გასულ წელს წლევანდელისგან განსხვავებით უფრო მაღალი იყო. წელს, თხილის სექტორზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია, ივნის-ივლისის პერიოდში დასავლეთ საქართველოში გადაუღებელმა წვიმებმა. ამან ერთის მხრივ მოსავლის რაოდენობრივი შემცირება გამოიწვია, ასევე მისცა ფაროსანას გამრავლების საშუალება, რადგან სამწუხაროდ, გეგმიური წამლობები სახელმწიფოს მხრიდან ვერ განხორციელდა. ვერც ფერმერები იყვნენ საკმარისად აქტიურები და 30%-იანი დანაკლისი გვაქვს მოსავალში. თხილის მოსავლის შემცირების მიზეზი სეზონური წვიმები გახდა. ფერმერების მოსავალი, რომლებმაც განახორციელეს და რომლებმაც არ განახორციელეს წამლობები, მნიშნელოვნად განსხვავდება. დღეს, ბაზარზე თხილის ფასი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. ეს მხოლოდ ხარისხზე არ არის დამოკიდებული. კავშირშია ლარის გამყარებასთანაც. მაგრამ ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ჩაატარონ წამლობები, გვყავს ფერმერები, რომელთა პროდუქციაც 3-დან 4.40 ლარამდე ღირს და გვყავს ფერმერები, რომელთაც თხილის რეალიზაციის საშუალება აქვთ 6-7 ლარში“ – განაცხადა  თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ჭითინავამ

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!